Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე გასვლით ღონისძიებებზე.

კომპანია "ივენთივი", https://eventive.ge/ არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.

კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ფურშეტით, ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ზეგანაკვეთური ანაზღაურება განხორციელებული გასვლითი ღონისძიებებიდან და ფურშეტის მომსახურებიდან (სავარაუდოდ 300-700 ლარი ყოველთვიურად)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 სთ. დასვენება - 2 დღე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შესაძლებელია მივლინებები საქართველოს ფარგლებში
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებისთვის საჭირო სერვისისა და საკვების სერვირება
** ჭურჭლისა და აღჭურვილობის სუფთა, ხელმისაწვდომ და გამართულ მდგომარეობაში განთავსება
** სტუმრების მაღალი სტანდარტით მომსახურება - მიღება/გამასპინძლება
** მენიუს ცოდნა და სტუმრისთვის რეკომენდაციების გაწევა
** სტუმრების შეკითხვებზე/ მოთხოვნებზე დროული, პროფესიონალური და მეგობრული პასუხის გაცემა
** მაგიდების დროული გაწყობა/ალაგება სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად
** გამოყენებული ჭურჭლისა და საკვები მოწყობილობების დროული და უსაფრთხო გატანა და განთავსება შესაბამისი სტანდარტით
** სამზარეულოსთან მუდმივი კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბროდ B2 დონეზე
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eventive.ge არაუგვიანეს 15 ივნისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე