დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ონიქს კორპორეიშენი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი №6.
გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** დოკუმენტაციის მომზადება სასამართლო და საარბიტრაჟო საქმის წარმოებისთვის;
** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის; პრობლემების შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედგენა და კონსულტაციები;
** კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტრუქტურებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|