Робота для біженців з України
მნე-მძღოლი, დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მნე-მძღოლი, დიასახლისი
მომწოდებელი: პიელ ნატურალსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება მნე-მძღოლი და დიასახლისი.

"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;

მნე- მძღოლი:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 12:00-დან 20:00 საათამდე
** ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო (მთავარი ოფისი)
** ანაზღაურება: 1200₾ (მომატების პერსპექტივით)

დიასახლისი:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
** ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო (მთავარი ოფისი)
** ანაზღაურება: 1500₾

ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:

** მეგობრული, თბილი გარემო,
** პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები, განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე).

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მნე-მძღოლი ან დიასახლისი).

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე