დასახელება:
ამბულატორიული ექიმ-სპეციალისტები
|
მომწოდებელი:
აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს ამბულატორიული ექიმ-სპეციალისტების ვაკანსიებს:
1. კარდიოლოგი;
2. ნევროლოგი;
3. ენდოკრინოლოგი;
4. ბავშვთა ენდოკრინოლოგი;
5. რევმატოლოგი;
6. ფსიქოთერაპევტი;
7. გინეკოლოგი;
8. ოფთალმოლოგი;
9. უროლოგი;
10. ბავშვთა ორთოპედი;
11. ალერგოლოგი;
12. პულმონოლოგი;
13. გასტროენტეროლოგი;
14. ჰემატოლოგი;
ექიმის ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის გასინჯვა და კონსულტაციის ჩატარება;
** პაციენტის მომსახურებისას ხარისხის სტანდარტების დაცვა, კლინიკაში არსებული პროცედურების შესაბამისად და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
** დანიშნულების გაცემა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევაზე გადამისამართება;
** ვიზიტის დეტალების ასახვა ანკეტაში და პროგრამაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია ექიმის ლიცენზია სპეციალობის მიხედვით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 05 ივნისამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge
შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|