დასახელება:
პერსონალური ბიზნეს ბანკირი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
"ტერაბანკში" პერსონალურ ბიზნეს ბანკირს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გიყვარს გაყიდვები და შეგიძლია ეფექტურად აწარმოო მოლაპარაკებები
** გამბედავი, კომუნიკაბელური და მიზანდასახული ხარ
** გაქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით)
** ფლობ საოფისე პროგრამებს (Excel, PowerPoint)
** გესმის და საუბრობ ინგლისურად (საშუალო დონე)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, განისაზღვრება შესრულებული გეგმის მიხედვით
შენი მოვალეობა იქნება:
** პოტენციური არამსესხებელი კლიენტების (იურიდიული პირების) მოძიება და მოზიდვა - აქტიური კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა
** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა - ურთიერთობების შენარჩუნება, კონსულტაციების გაწევა და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** ჯვარედინი გაყიდვების (Cross-Selling) ხელშეწყობა - კომპანიის სხვადასხვა პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება კლიენტებისთვის
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "პერსონალური ბიზნეს ბანკირი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 11 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|