დასახელება:
უმცროსი ბიზნეს კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
აკერი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე ზუგდიდში.
AKER Tbilisi არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.
პოზიციის აღწერა: პოზიცია პასუხისმგებელია რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების გამოვლენაზე, მათთვის შესაბამისი ბიზნეს შეთავაზების დამუშავებაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პირველადი კონსულტაციის გაწევაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Outlook, PowerPoint).
** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
** რეგიონალური მცირე და საშუალო ბიზნესების მოძიება
** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა არსებულ სერვისებსა და თანადაფინანსების პროგრამებზე
** პრეზენტაციების მომზადება კლიენტების საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე
** ექაუნთების მართვა და კომპანიის შიგნით შესაბამისი სერვისის გაწევის კოორდინირება
** რეგიონალურ ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის წარდგენა ადგილობრივი მეწარმეებისთვის
** ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა სტეიქჰოლდერებთან კომუნიკაციაა და მათ დაგეგმილ ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიის სახელით
როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?
თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მარკეტინგული პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: HR@akertbilisi.com
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უმცროსი ბიზნეს კონსულტანტი ზუგდიდში" სათაურის ველში.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16.06.2025
AKER Tbilisi - ჩვენ ვხედავთ მომავალს დღეს!
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: akettbilisi.com
შენიშვნა:
პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|