Робота для біженців з України
ადმინისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

დასახელება: ადმინისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9
გამოქვეყნდა: 28/05/2025 ბოლო ვადა: 03/06/2025
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

მოვალეობები:

** ორგანიზაციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის (მათ შორის ელექტრონულად) შესრულების კონტროლი და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მოდულის გამართული მუშაობის უზენველყოფა;
** დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის რეესტრის შემუშავება, მუდმივი განახლება და დაარქივება;
** კომპანიის ელ-ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** ოფისის დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
** საკურიერო მომსახურების კომპანიასთან ურთიერთობა და გაწეული მომსახურების კონტროლი;
** მენეჯმენტისა და თანამშრომლების სამსახურებრივ მივლინებების დროს მათი სასტუმროში განთავსება, მგზავრობასთან და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროცედურები - ფინანსურ სამსახურთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცონა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე