Робота для біженців з України
დროებითი პროდუქციის შემგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დროებითი პროდუქციის შემგროვებელი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

"სუპერი" აცხადებს დროებით (30 მაისიდან - 03 ივნისის ჩათვლით) ვაკანსიას პოზიციაზე: დროებითი პროდუქციის შემგროვებელი.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
** ხელფასი დღეში: 50 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული შეკვეთების სიზუსტით შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა, გასაგზავნად გამზადება;
** გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
** საწყობში სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/J8q5C

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე