Робота для біженців з України
დისპეჩერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეჩერი
მომწოდებელი: ტაქსოპარკი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ტაქსოპარკი აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

ვაკანსიის აღწერა:

ჩვენი ტაქსოპარკი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან დისპეჩერს, რომელიც იზრუნებს მძღოლების ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რეგისტრაციასა და ფინანსურ ოპერაციებზე. ეს პოზიცია მოითხოვს ორგანიზებულობას, სისწრაფეს და კომუნიკაციის მაღალ უნარს.

მთავარი მოვალეობები:

** მძღოლების რეგისტრაცია და ბაზაში შეტანა
** მძღოლების ტექნიკური მხარდაჭერა (ტექნიკური საკითხების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტთან)
** მძღოლებთან ფინანსური ანგარიშსწორება — თანხების დროული ჩარიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პირადი კომპიუტერის ქონა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმება მზარდ კომპანიაში
** მეგობრული სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: nextltd.partner@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე