Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი მარშრუტკით - ბათუმი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი მარშრუტკით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე, საკუთარი მარშრუტკით ბათუმიდან ფოთის მიმართულებით.

სამუშაო არეალი: ბათუმი - ფოთი;
ანაზღაურება: დღიური 70 ლარი + საწვავი;
მისამართი: ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის 118;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის მართვა და ამანათების მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** ფოთის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობა;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის
ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/f862af690be6cac4544b6e5e07827da8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე