დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ბი ემ ქეი პარტნერს
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების კომპანია "ბი ემ ქეი პარტნერს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის (დამწყები ბუღალტრის) თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
** RS -ზე დოკუმენტაციის ატვირთვა / დამუშავება;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მთ. ბუღალტრის თანაშემწის მოვალეობის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office, Word, Excel;
** საბუღალტრო პროგრამა Oris საბაზისო ცოდნა;
** პრაქტიკულ ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა;
უნარ-ჩვევები:
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
პირობები:
სამუშაო დღეები / საათები: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი
ხელფასი: შეთანხმებით
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივნისისა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: bmkpartners2008@gmail.com
რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგალითად: "ბუღალტრის თანაშემწე"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|