დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
მიდეა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარჯების აღრიცხვა, დაარქივება, კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია;
** კრედიტორული დავალიანების, მიმდინარე გადასახდელი თანხების კონტროლი და რეპორტინგი;
** ჩასათვლელი დღგს დათვლა, დეკლარაციის პროცესში ჩართულობა;
** ნარჩენების მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უპირატესობა ენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel - მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ან Balance-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7;
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge
მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|