დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელის მასშტაბით, კლინიკების სამედიცინო და არასამედიცინო აპარატურით/ინვენტარით/მასალებით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა, მოთხოვნის შესაბამისად; შესყიდვის პროცესის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით, უშუალო ხელმძღვანელთან ცვლილებების ინიცირება;
** შესაძენი მომსახურების/საქონლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება; სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების ტიპის წარმართვა.
** საწყობში საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარი/მასალების მარაგის არსებობის უზრუნველყოფა;
** ქსელის მასშტაბით, სხვადასხვა დაინტერესებულ/უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებულად მუშაობა და დაფიქსირებული საჭიროებების შესყიდვა;
** შესყიდვის ვადების დაცვა, კომპანიაში არსებული პოლიტიკის შესაბამისად;
** შესყიდვების პროცესის მუდმიმვი მონიტორინგი, კლინიკების მხრიდან მომწოდებლების მიმართ დაფიქსირებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა. მათ შორის, დროულად მიწოდება, წუნდებული პროდუქციის ჩანაცვლება/დაბრუნება და სხვა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
** სასურველია სასერტიფიკატო განათლება შესყიდვების მიმართულებით;
** ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა, საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/shesyidvebis-specialisti/748
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|