დასახელება:
ავტოპარკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
მდებარეობა: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ზედამხედველობა;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალებების და სპეც. ტექნიკის დაზიანების შეფასება, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** შესაბამის პროგრამაში ვიდეო ჯარიმების კონტროლი, რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გასაყიდი ტექნიკისთვის დოკუმენტაციის მომზადება, გადაფორმების დასრულებამდე სრული ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy.career2023@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|