Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კრისტალ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"კრისტალ ჯგუფი" აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიზნეს მიმართულებას ბაკურიანში: სასტუმრო მენეჯმენტს, უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვას, სამშენებლო საქმიანობას.

ჯგუფის მისიაა ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება და რეგიონის ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით განვითარება.

"კრისტალ ჯგუფი" ეძებს მთავარ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ბუღალტრული პროცესების მართვას, არამედ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი როლის შესრულებას კომპანიის ფინანსურ განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება და ოპერაციული პროცესების დაგეგმვა, განაწილება და მონიტორინგი;
** საბუღალტრო ოპერაციების ხარისხიანი და დროული წარმოების უზრუნველყოფა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების დროული მომზადება და ბიუჯეტთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
** ყოველდღიური, კვირეული და თვის ფინანსური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ფინანსური ანალიზის და პროგნოზების მომზადება;
** სამშენებლო მიმართულებით, მშენებლობის პროცესში მარაგების შეძენისა და შემდგომი ხარჯვის მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო რისკების იდენტიფიცირება და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად მიწოდება;
** შესაძლებლობის მიხედვით, ფინანსური მენეჯერის ფუნქციების შეთავსება და ფინანსური სტრატეგიის მხარდაჭერა მენეჯმენტთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის ან ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე სასტუმროს, დეველოპერულ ან სამშენებლო სექტორში;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS, FINA ან ანალოგიური);
** ინგლისური და რუსული ენების სათანადო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის უნარი;
** დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური მიდგომა;
** მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაციისა და ფინანსური ინფორმაციის წარდგენის უნარი;
** გუნდის მართვის და მის განვითარებაზე ზრუნვის უნარი.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც მზად არის:

** ჩაერთოს როგორც ოპერაციულ, ისე სტრატეგიულ დონეზე ფინანსური გუნდის საქმიანობაში;
** სწრაფად ადაპტირდეს და ორიენტირებული იყოს პროცესების ეფექტურად მართვაზე დინამიურ და მზარდ ორგანიზაციაში;
** საკუთარი წვლილი აქტიურად შეიტანოს ბიზნესის განვითარებაში ფინანსური ანალიზისა და პროგნოზირების საშუალებით;
** იყოს მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული გუნდის წევრი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ კრისტალ ჯგუფის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

კრისტალ ჯგუფი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე