Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ;
** პროდუქციის მიღება/მითვლა;
** ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მომწოდებლის ინფორმირება;
** ახალი SKU-ს მიღების შემთხვევაში მისი პროგრამაში იდენტიფიცირება;
** პროდუქციის პლანოგრამების დაცვით განლაგება;
** პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება;
** უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედების განხორციელება ობიექტის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სალაროსთან მათი მომსახურება;
** სააქციო/სმს პოზიციის პროდუქტების განთავსება/ვიზუალურად მოწესრიგება და შესაბამისი ფასდებულების განთავსება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - პრეფესიული ან უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილებას).
** საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია (საშუალო დონეზე);

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი:

** სრული სამუშაო თვე
** კვირაში ერთი დასვენების დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 542296

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

-რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@daily.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე