Робота для біженців з України
ყასაბი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: ნატურალ პროდუქტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია ხორცის დამუშავების სპეციალისტი (ყასაბი) პოზიციაზე

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

სამუშაო ადგილი: ც. დადიანის N90
გრაფიკი: ხუთდღიანი სამუშაო კვირა, სამი დღე- 13:00-21:00 სთ (1 სთ შესვენება) და ორი დღე-08:00-20:00 სთ (2 სთ შესვენებით).
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
კომპანია გთავაზობთ კვებით უზრუნველყოფას.

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** ხორცის დროული მიღება, ჩაბარება, დამუშავება და განლაგება.
** ხორცის ვარგისიანობის კონტროლი.
** წარმოდგენილი ხორცის ფასის სისწორის დაცვა.
** მომხმარებლის დახმარება, ხორცის შეძენის პროცესში.
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა საკუთარ სექციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება სასურველია მსგავს სფეროში

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ ნომერზე 599405116 ან გამოაგზავნეთ მოკლე ინფორმაცია მეილზე hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 28 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე