დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
აგროტექნო
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.
"აგროტექნო" მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!
https://at.com.ge/
https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE
https://ge.linkedin.com/company/agrotechno
კომპანიის განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!
ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ვაკანსია: საწყობის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-15 კმ
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** სასაწყობე მარაგების პერიოდული აღწერა და მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაზე და გაცემაზე დოკუმენტაციის წარმოება;
** შეკვეთების შესაბამისად მომხმარებლის უზრუნველყოფა სასურველი პროდუქციით;
** საწყობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამაში 1C/ბალანსი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS EXCEL, MS OUTLOOK, MS WORD);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** კარიერულ წინსვლას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს თქვენივე განვითარებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს (2%);
** 24+4 საშვებულებო დღე;
** შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 28 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|