კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ PR მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** PR კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა, საჭიროებიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება;
** პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, მედიისთვის ინტერვიუს მიცემა, გადაცემებში მონაწილეობის მიღება;
** კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება;
** მედიამონიტორინგი;
** სხვადასხვა არხებით შემოსული ინფორმაციის მონიტორინგი და რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება PR-ის მიმართულებით;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში..
|