დასახელება:
სტაჟიორი სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 45 პროექტი და ამჟამად გვაქვს 23 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირებაში მონაწილეობა;
** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრაში ჩართულობა;
** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** მოტივირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
ჩვენ კი გთავაზობთ:
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 35-40 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით;
ანაზღაურება: 400 ნეტ
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|