Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ნექსთი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, ვიდეომონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი ხელყოფისაგან დაცვა;
** ობიექტის ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და მესამე პირების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა/გასვლა);
** ობიექტზე მოსული მესამე პირების ვინაობის იდენტიფიცირება და საჭიროების შესაბამისად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ან/და თანამშრომლის ადგილსამყოფელზე მითითება/გაძღოლა ან ტერიტორიაზე არ დაშვება;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
** სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება, რომელიც გონივრული განსჯის შედეგად მაღალი ვარაუდის სტანდარტით ჩაითვლებოდა აღნიშნული დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის უფლება-მოვალეობად.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობის 12 საათიანი და 24 საათიანი რეჟიმი
სამუშაო ადგილი: ბათუმი

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 551 156115; ან გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.jortmenadze@nextgroup.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე