Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: მსოფლიო განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "მსოფლიო განათლების აკადემია" აცხადებს კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "Front-end დეველოპმენტი" - მოდულების განსახორციელებლად პროფესიულ მასწავლებელთა შერჩევის მიზნით.

მდებარეობა: ქ. ბაღდათი, რუსთაველის ქ. №24
სამუშაოს ტიპი: საკონტაქტო საათების შესაბამისად
დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა: ნაწილობრივ (იხილეთ დეტალები ქვემოთ)

მოდულები:

** უცხო ენა - ინგლისური (ადგილზე სწავლება)
** მეწარმეობა (დისტანციურად)
** პიროვნული უნარები და ინტერპერსონალური კომუნიკაციები (ადგილზე სწავლება)
** ვებგვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება (დისტანციურად)
** ვებგვერდის სტილიზაცია Sass/SCSS და Tailwind-ის გამოყენებით (დისტანციურად)
** ვებგვერდის ინტერაქტიულობა JavaScript-ით (დისტანციურად)
** დინამიური ვებგვერდი TypeScript-ით (დისტანციურად)
** React-ის გამოყენებით ვებგვერდის ეფექტები (დისტანციურად)
** ვებგვერდის ოპტიმიზაცია (დისტანციურად)
** ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიით (დისტანციურად)
** დარგობრივი ინგლისური Front-end დეველოპმენტისთვის (დისტანციურად)
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება (დისტანციურად)

ძირითადი მოვალეობები:

** მოდულის დაგეგმვა და სასწავლო მასალის შემუშავება;
** სასწავლო პროცესის წარმართვა კომპეტენციებზე დაფუძნებული მიდგომებით;
** სტუდენტთა შეფასება და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება;
** ელექტრონულ პორტფოლიოებთან და შეფასების უწყისებთან მუშაობა;
** სასწავლო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილეობა და დოკუმენტაციის წარმოება;
** ხარისხის უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესრულება;
** საკუთარი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება:

** შესაბამისი განათლება (პროფესიული ან უმაღლესი - ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, პროფესიული მომზადების სერტიფიკატი)
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში ბოლო 10 წლის განმავლობაში
** შესაბამისი არაფორმალური განათლების სერტიფიკატები

აუცილებელია:

** ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა
** ინგლისური ენის მინიმუმ A2/B1 დონეზე ცოდნა (B2 დონის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა - არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისისა;
** გასაუბრება (შესაძლებელია დისტანციურად) - 2025 წლის 9-11 ივნისი;
** საბოლოო შერჩევა - არაუგვიანეს 2025 წლის 16 ივნისისა.

დამატებითი პირობები: შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლებელია დაინიშნოს გამოსაცდელი ვადა 1-დან 6 თვემდე.

დოკუმენტაციის წარსადგენად:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: khatia.aprasidze@weaedu.ge

Subject-ში მიუთითეთ სასურველი ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ვადა: 22 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, 2025 წელი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს: https://www.weaedu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე