დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დუთი ფრი ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" საქართველოში წარმატებით ოპერირებს 10 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე დუთი ფრი მაღაზიებით. ამჟამად ვეძებთ თანამშრომლებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე სადახლოს და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებში მდებარე ობიექტებისთვის.
ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
დაქვემდებარება: მაღაზიის მენეჯერი და საოპერაციო მენეჯერი
სამუშაო ადგილი: სადახლო/წითელი ხიდის სასაზღვრო ზონის ტერიტორია
პოზიციის ზოგადი აღწერა:
გაყიდვების კონსულტანტი არის კომპანიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თანამშრომელი, რომელიც პირველ დადებით შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. მან ზედმიწევნით კარგად იცის მაღაზიის ასორტიმენტი, მომხმარებელს უქმნის კომფორტულ და მეგობრულ ატმოსფეროს და ეხმარება სასურველი პროდუქციის შერჩევაში.
მოვალეობები:
** მაღაზიის მომხმარებლისათვის ზრდილობიანი, კომფორტული მომსახურების გაწევა.
** მაღაზიის პროდუქციის პერიოდულ აღწერაში/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
** სალაროს ოპერაციების შესრულება.
** ასორტიმენტის მენეჯერის მითითებისამებრ განაწილება და დახლზე განთავსება.
** მენეჯერის მიერ დაკისრებული მაღაზიისათვის სპეციფიკური დავალებების შესრულება.
განათლება და გამოცდილება:
** საშუალო ან სპეციალური განათლება. მივესალმებით თანამშრომელს უმაღლესი განათლებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები და ცოდნა:
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის უნარი
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და რუსული ენის ფლობა მაღალ დონეზე.
** სომხური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@dfg.ge.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით და რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს დუთი ფრი ჯორჯიამ კანონით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და 6 თვის განმავლობაში შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური ინფორმაცია მომავალში პოტენციური დასაქმების შემოთავაზების მიზნით.
|
|
|
|