Робота для біженців з України
სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ამბასადორი თბილისი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ რესტორანში "Mozaiko" _ში შემდეგ პოზიციებზე:

სერვის მენეჯერი
დეპარტამენტი კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულია F&B დირექტორის წინაშე

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** სერვისში მომუშავე პერსონალის სწორი და ეფექტური მართვა;
** პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მენიუში არსებული კერძების და სასმელების შემადგენლობების, დამზადების წესის, შეხამებისა და გასაყიდი ფასების სრულყოფილად ცოდნა;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** რესტორნის პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სერვის პერსონალის გარეგნობის სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
** ინვენტარის მონიტორინგი;
** სამზარეულოს პერსონალთან კოორდინირებით კერძის დროული მომზადების, პრეზენტაციის, ხარისხის და თანმიმდევრულობის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის შედეგების ანალიზი და შესაბამის უფლებამოსილ პირთან რეგულარული რეპორტინგი.
** ხელმძღვანელობის ისეთი მითითებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიდან.

კვალიფიკაცია:

** სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.com

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჯითიერ"-ის მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე