დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
VR Holding
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"VR Holding" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
** საოფისე საქმიანობის ორგანიზება და კოორდინირება;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** კომპანიის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა;
** საოფისე და სხვა სახის პროდუქციის შეკვეთა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან დაკავშირება;
** სტუმრებისთვის ყავით, ჩაისა და სხვა მსუბუქი მასპინძლობით უზრუნველყოფა;
** შეხვედრების ოთახის მომზადება სტუმრებისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერითი; ვერბალური);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2025 წლის 28 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება.
მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|