Робота для біженців з України
ონლაინ მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ ონლაინ მომსახურების ოპერატორს

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 700 ლარი
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 3 სრული დღე 10:00-19:00 სთ (პარასკევიდან კვირის ჩათვლით) და ხუთშაბათს 14:00-19:00 სთ, სამუშაო არის ოფისიდან!

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ ქსელში (Facebook, Instagram) შემოსულ პირად შეტყობინებებზე, კომენტარებზე პასუხის გაცემა დადგენილი პროცედურისა და სტანდარტის შესაბამისად;
** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით;
** კომპანიის ვებგვერდზე შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისტანციური მომსახურების ოპერატორი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:

https://merlons.ge/ka/
https://www.facebook.com/Merlons.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე