Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია "Sakura Properties", რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავ ქონებას ყიდის თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კრეატიული კონტენტ კრეატორს მარკეტინგის დეპარტამენტში.

მოვალეობები:

** კომპანიის სოც. ქსელებისთვის კონტენტის მომზადება
** უძრავი ქონების ფოტოების გადაღება
** კონტენტ გეგმის დაგეგმვა და შესრულება

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მარკეტინგში
** CapCut-ის და Canva-ს თავისუფლად გამოყენება
** კრეატიულობა და ანალიტიკის უნარი - ამ პოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი იდეების გენერირება და ვერტიკალური ვიდეო ტრენდების ანალიზი
** ინგლისური ენის ცოდნა

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** სამოტივაციო აქტივობები
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი
** დაზღვევა "ირაო"

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
** ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო მეტროსთან.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შესაბამისი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/6Umc5vvYBMSsNTes5.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე