დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციაზე - მზარეულის დამხმარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** მზარეულის დავალებების შესრულება საკვების მომზადების პროცესში (ინგრედიენტების მომზადება, დაჭრა, აწონვა, და ა.შ.).
** სამზარეულოს სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა HACCP-ის წესების მიხედვით.
** საკვების მომზადებაში სპეციალური დიეტური მოთხოვნების და ალერგიების გათვალისწინება.
** საჭიროების შემთხვევაში მზარეულის დახმარება სკოლის/ბაღის კვების მენიუს შექმნაში.
** სამზარეულოს ინვენტარის დალაგება, გაწმენდა და შესაბამის მდგომარეობაში შენარჩუნება.
** ნარჩენების მართვა ჰიგიენური სტანდარტების დაცვით.
** მზარეულისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლისა აღნიშნულ სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** გუნდში მუშაობის და მზარეულთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დროის მართვის უნარი დატვირთულ გარემოში.
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ, განსაკუთრებით ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
** სასურველია სკოლის ასაკის ბავშვების კვებითი მოთხოვნილებების სპეციფიკის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 08:00-17:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|