დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მზარეულის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ბავშვებისა და თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მრავალფეროვანი საკვების მომზადება HACCP-ის (HASPS) სტანდარტების შესაბამისად.
** გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის კვებითი საჭიროებები, ალერგიები და დიეტური მოთხოვნები, შესაბამისი მენიუს დაგეგმვასა და მომზადებაში.
** დაიცვას სამზარეულოს ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები, უზრუნველყოს სამზარეულოს ინსტრუმენტებისა და გარემოს სისუფთავე.
** სისტემატურად შეამოწმოს და დაარეგულიროს საკვები პროდუქტების ხარისხი და ვადები.
** მონაწილეობა მიიღოს სკოლის/ბაღის მენიუს შემუშავებასა და განახლებაში, როგორც ბავშვთა ასაკობრივი საჭიროებების, ისე მშობლებისა და ადმინისტრაციის რეკომენდაციების საფუძველზე.
** უზრუნველყოს ნარჩენების სწორი მართვა, მათი შემცირება და გარემოზე ზრუნვა.
** სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს საკვების მარაგების დროული შევსება და ლოგისტიკის მართვა.
** შეინარჩუნოს კომუნიკაცია სკოლის სხვა თანამშრომლებთან და მშობლებთან, კვებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მიზნით.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წლისა აღნიშნულ სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** ბავშვებისთვის განკუთვნილი კვების ჰიგიენური ნორმების და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
** სამზარეულოს მართვისა და მენიუს შედგენის უნარი, ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მოთხოვნების გათვალისწინებით.
** პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამოცდილება და მათი სწორი შენახვის პრინციპების დაცვა.
** კარგი ორგანიზაციული უნარები და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
** სამუშაოს ეფექტურად და სწრაფად შესრულების უნარი დროის მენეჯმენტის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 08:00-17:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|