დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს დიასახლისის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო ოთახების, კაბინეტების, კორიდორების, სველი წერტილებისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;
** სანიტარული საშუალებების (საპონი, ხელსახოცი და სხვა) დროულად მომარაგება და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** სკოლის ინვენტარის მოწესრიგება და დაზიანებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჰიგიენურად მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** სასწავლო წლის დასაწყისსა და არდადეგების დროს გენერალურ დასუფთავებაში მონაწილეობა;
** სპეციალური ღონისძიებების წინ/შემდგომ სივრცის მოწესრიგება.
** სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სკოლის/ბაღის ფუნქციონირებასა და სისუფთავესთან.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა აღნიშნულ სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|