Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Food Balls Georgia
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" არის ახალი კომპანია ინოვაციური, ორიგინალური პროდუქტებით.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d

თუ გინდა საკუთარ შესაძლებლობების რეალიზება შემოუერთდი ჩვენს გუნდს

კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა;
** პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
** ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge- ზე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (ORIS, FMG, 1C) მინიმუმ ერთ-ერთის ცოდნა;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული (დისტანციურად + წარმოებაში) კვირაში ორი ან სამი დღე, მათ შორის შაბათი (არაუმეტეს 40 საათისა კვირაში);
ანაზღაურება: 900 ₾

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@foodballs.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე