დასახელება:
კლასის ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს კლასის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლასის მოსწავლეებთან მთელი დღის განმავლობაში ყოფნა, მათი უსაფრთხოებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ქცევითი ან სწავლასთან დაკავშირებული თავისებურებების მქონე მოსწავლეების დახმარება გაკვეთილის მსვლელობისას;
** საგნის მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა კლასის მართვასა და საგაკვეთილო პროცესში თითოეული წევრის მაქსიმალური ჩართულობის მიღწევაში;
** წიგნიერებისა და ემოციური ინტელექტის სავალდებულო კლუბების სამუშაო გეგმების მიხედვით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობა/ მოსწავლეთა განვითარების შემდგომი მონიტორინგი
** მოსწავლეების კლასგარეშე ცხოვრებაში ჩართვა, შიდასასკოლო და სკოლის გარეთ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** გაკვეთილისთვის ბავშვებისა და საკლასო ოთახის მომზადება/მოწესრიგება, ტექნიკის გამართვა, მოსწავლეებისთვის საჭირო ნივთების დალაგებაში დახმარება.
** პოზიტიური კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას.
** ინდივიდუალური და საერთო შეხვედრების ორგანიზება მშობლებთან და მასწავლებლებთან;
** მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება, მათში ყველა საჭირო ჩანაწერის შეტანა;
** მასწავლებლების მიერ ელექტრონული ჟურნალის წარმოების პერიოდული მონიტორინგი;
** მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა, მათი სოციალურ-პიროვნული განვითარების წახალისება, მოსწავლეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების მხარდაჭერა
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლისა აღნიშნულ სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პროფესიული კომპეტენცია.
** მოტივირებულობა და განვითარების სურვილი.
** პოზიტიური დამოკიდებულება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ბავშვების სიყვარული.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-17:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|