დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის დაწყებისა და დასრულების საათებში მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
** მოსწავლეების მოსვლისა და წასვლის სისტემური აღრიცხვა
** სკოლის შენობისა და ეზოს მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა;
** სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის კონტროლი;
** მოსწავლეების, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ვიდეოდაკვირვების სისტემის კონტროლი;
** საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** სკოლის შიდა რეგულაციების დაცვა და დაცვასთან დაკავშირებული წესების შესრულება;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა აღნიშნულ სფეროში
კომპეტენციები და უნარები:
** ზოგადი განათლება ან პროფესიული კურსი უსაფრთხოების მიმართულებით;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ზრდილობიანი ურთიერთობის უნარი ბავშვებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|