დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე სატვირთო ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი. გურამიშვილის გამზირი 64.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილის მართვა და ამანათების მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობა;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო
გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/6e9be8fa9fd66973b8fadb87de27229c.
|
|
|
|