Робота для біженців з України
რეცეფციის თანამშრომელი/ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი/ასისტენტი
მომწოდებელი: Greenbuild
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
დეველოპერული კომპანია "გრინბილდი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის/ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის ცოდნა;
** გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
** გასაუბრებების ჩანიშვნა კანდიდატებთან და აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი მისამართზე: info@greenbuild.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე