დასახელება:
სამუშაო საქმეთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
STREAM
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას სამუშაო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე კომპანიისთვის "მეიდან ჯგუფი".
"მეიდან ჯგუფი" დაარსდა 2000 წელს (http://www.meidangroup.ge) და წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით, განკარგავს ძველი თბილისის რაიონში არსებულ კომერციულ/საოფისე ფართებს და უზრუნველყოფს მათ უნაკლო მდგომარეობაში შენარჩუნებას.
"მეიდან ჯგუფი" ეძებს ტექნიკური-სარემონტო-სამშენებლო მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებიც შეუერთდებიან მეიდან ჯგუფის ტექნიკურ გუნდს და აქტიურად ჩაერთვებიან ბიზნეს ცენტრის საოფისე და კომერციული ფართების ტექნიკური გამართულობის და მასში შემავალი სხვადასხვა სახის ინვენტარისა თუ მოწყობილობების სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოტე აფხაზის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი (კვირაში 40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: 2900 ლარი (NET), წელიწადში ორჯერ პრემიების შესაძლებლობა
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება პროექტის გრაფიკის შესაბამისად;
** შესაბამისი მუშახელისა და მასალების მოძიება;
** მუშაკთა გუნდის მართვა, მათთვის ინსტრუქციების გაცემა;
** სამშენებლო ობიექტზე რესურსების (მუშახელი, მასალები, ტექნიკა) ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** სამუშაოების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სამუშაოების შესაბამისობის მონიტორინგი უსაფრთხოების, ხარისხისა და ვადების სტანდარტებთან;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამშენებლო დოკუმენტაციის ცოდნა;
** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
** გამოცდილება არანაკლებ 5 წელი. განიხილება ისეთი მიმართულებები როგორიცაა - მშენებლობა / რემონტი / ტექნიკური ექსპლუატაცია / ძველი ტიხრების დემონტაჟი / ახალი ტიხრების მონტაჟი / ელ. ქსელების გადაკეთება / გაყვანა / კონდიციონერის მონტაჟი / საოფისე ფართებში წყლის ჩამოდინების შედეგად წარმოშობილი ზიანის აღმოფხვრა / სახურავის შეკეთება და ა.შ.;
** ელექტრო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 446 447 არაუგვიანეს 12 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|