დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
STREAM
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH - ისთვის.
MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და სხვადასხვა ცნობად პიროვნებასთან მთელს მსოფლიოში.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად აწყობის, დანერგვისა, მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ -18:00 სთ)
ანაზღაურება - 3, 500 - 4000 ლარი (Net) (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, სისტემების დანერგვა/გამართვა და შესაბამისი მონიტორინგი;
** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** კომპანიაში თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა/შემუშავება;
** თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება და დანერგვა;
** HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 12 ივნისისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.stream.com.ge/)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|