Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი ბანგკოკი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
აზიური სარესტორნო ქსელი "ბანგკოკი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ბანგკოკი წარმოადგენს აზიურ სარესტორნო ქსელს, რომელიც დაარსდა 2016 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს და ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ქართულ ბაზარზე.ჩვენი რესტორნები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებითა და ინვენტარით.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ტანძიის #3
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: რეზიუმე, სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრება
ანაზღაურება: 1000 ლარი (მზარდი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და პროგრამაში ასახვა
** მენიუში არსებული კერძების, მათში არსებული ინგრედიენტების ცოდნა
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა
** მაგიდების სწორად დახურვა და მოლარესთან სალაროს უხარვეზოდ გადაბარების უზრუნველყოფა
** რესტორნის გამართული მუშაობისთვის საჭირო სამეურნეო მარაგების მართვა
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობიანი
** ორგანიზებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას
** კარიერულ წინსვლას
** კვებას
** ღამის ცვლის შემთხვევაში

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე, ელფოსტაზე Bangkoktbilisi@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე