დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Royal Express
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი თითოეულ გადაზიდულ ტვირთზე (1800 - 5000 ლარამდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე dey off;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
** მიღებული შეკვეთის (გადაზიდვის) ოპერატიულად შესრულების კონტროლი / შედეგზე ორიენტირებულობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პრიორიტეტში განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პოზიტიურობა / კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
|
|
|
|