დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის
|
მომწოდებელი:
SIS Pitches
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
ირლანდიური კომპანია "SIS Pitches", რომელიც ამჟამად საქართველოსა და მთელს მსოფლიოში დაკავებულია სპორტული მოედნების მშენებლობითა და მოვლა-პატრონობით, გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
სტაჟირება ითვალისწინებს დასაქმების პერსპექტივას
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 6-საათიანი სამუშაო განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ვაკე, ილია ჭავჭავაძის 74
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდისას 1500 ლარი
რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?
** თანამშრომლის პირადი საქმეების მართვა
** სამსახურებრივი ცნობების (მომსახურების, სახელფასო, საბანკო და სხვ.) მომზადება
** დროის აღრიცხვის ადმინისტრირება
** თვის ბოლოს ხარჯების ანალიზი და ბიუჯეტთან შედარება
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის სწორად ასახვა ბაზასა და პროგრამებში (დასწრება, გაცდენები, შვებულებები, ზეგანაკვეთური საათები და სხვა)
** დაზღვევასთან და შვებულებებთან არსებული საკითხების მოგვარება
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელი მოთხოვნაა უნივერსიტეტში სწავლისას 50, 70 ან 100% სახელმწიფო გრანტის ქონა
** MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ და ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: sisgeorgia@sispitches.com.
|
|
|
|