დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
BB ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დაგეგმვა და შეხვედრის განხორციელება;
** მომხმარებლებისათვის ბიზნეს სალიზინგო მომსახურების სარგებლიანობისა და პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის ახსნა;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** სალიზინგო პროექტის განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 11 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|