Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.biochimpharm.ge

ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს ფარმაცევტული წარმოების სანიტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** არაკლასიფიცირებული სუფთა და არასუფთა სათავსებში მომუშავე პერსონალის სპეც-ტანსაცმლის რეცხვის პროცესის მართვა და შემდგომ მათი განაწილება;
** საწარმოს დასუფთავების და დეზინფექციის პროცედურის შესრულება;
** საწარმოო და ლაბორატორიული ნარჩენების კონტროლი და გატანა;
** სამუშაო გარემოს მონიტორინგი და კონტროლი GMP - თან შესაბამისობაში;
** დასუფთავება/დეზინფექციაში გამოსაყენებელი ხსნარების აღრიცხვა და მომზადება;

კვალიფიკაცია: სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** გუნდური მუშაობა;

ბენეფიტი:

ჯანმრთელობის დაზღვევა;
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგვიტოვოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 224 47 78
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე