დასახელება:
საოპერაციო რისკების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე;
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში საოპერაციო რისკების, პროცესების
** მართვისა და მათი კონტროლის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული და რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური (სასურველია)
უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რისკებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის ქონა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო პროდუქტების/სისტემებისა და პროცესების საოპერაციო რისკების ჭრილში შეფასება და ანალიზი ; (ORAP-ის მომზადება)
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების საოპერაციო რისკების რუკების შემუშავება;
** საოპერაციო რისკების დანაკარგების აღრიცხვა და დანაკარგების ბაზის სისრულის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო რისკების ინციდენტებზე მიტიგაციის ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** საოპერაციო შემთხვევების რეპორტის მომზადება;
** KRI (ძირითადი რისკ ინდიკატორების) მონიტორინგი;
** საოპერაციო რისკების მიმართულებით ბანკში ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩატარება
ბიზნესს უწყვეტობის გეგმის მართვა;
** კონტროლის სისტემის თვითშეფასების პროცესის მართვა;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საოპერაციო რისკების უფროსი სპეციალისტი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.06.25წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|