Робота для біженців з України
სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურე უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურე უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურე უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიისა და პოლიტიკის ხასიათის, ზომისა და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო ფონდსა და აქტივების მმართველთან დაკავშირებული რისკების შეფასება
** შეფასების საფუძველზე, საინვესტიციო ფონდისა და მისი აქტივების მონიტორინგისათვის შესაბამისი საზედამხედველო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და რეგულარული განახლება
** საინვესტიციო ფონდის ერთეულების მონიტორინგი და აღრიცხვა
** კანონმდებლობასთან, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან ან/და პროსპექტთან ერთეულების გამოშვების/გამოსყიდვის/გასხვისების/გაუქმების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ესკალაციის პროცედურების დაწყება
** საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების გამოთვლის უზრუნველყოფა;
** აქტივების ანგარიშების და ფულადი სახსრების ანგარიშების გახსნა/მომსახურების გაწევა/დახურვა
** აქტივების შენახვა და ანგარიშსწორება
** საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრების მართვა და მონიტორინგის გაწევა
** საინვესტიციო ფონდის ზედამხედველობა
** საინვესტიციო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულების (NAV) შეფასება
** სხვადასხვა რეპორტინგის წარმოება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის
ან მსგავს სფეროში;
** ახალ ტექნოლოგიურ პროცესებში და სისტემებში მარტივად გარკვევის და ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის შეჯამების და პრეზენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ახალი სისტემის მარტივად ათვისების უნარი;
** MS Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სპეც-დეპოზიტარი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი 2025 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე