Робота для біженців з України
ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"ტერაბანკში" ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

** საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

** საოპერაციო და საკრედიტო ბიზნეს პროცესების ინსტრუქციების, გრაფიკული აღწერილობების შექმნა/ცვლილება
** ბიზნეს პროცესებში ჩართული პირებისგან ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება/ჩამოყალიბება შესაბამისი რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება
** თანამშრომლებისთვის მეთოდური, პრაქტიკული დახმარების გაწევა

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოლიკო ვირსალაძის ქ. 3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ანაზღაურება: ხელფასი + წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 11 ივნისი, 2025.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე