დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ლოჯისტიკი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ლოჯისტიკის" გუნდში ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** შემოსული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, წერილების და სხვ.) რეგისტრაცია, ნუმერაცია და შესაბამის პირებთან გადამისამართება
** დოკუმენტაციის ელექტრონული და ფიზიკური არქივის წარმოება და კონტროლი
** გადარიცხვების მოთხოვნების შექმნა SAP სისტემაში და გადახდების ვადების კონტროლი
** კომპანიის კორესპონდენციის გაგზავნის ორგანიზება და მონიტორინგი
** მინდობილობების გაფორმება, აღრიცხვა და ვადების კონტროლი
** ადმინისტრაციული ბრძანებების მომზადება, ხელმოწერის უზრუნველყოფა და რეესტრის მართვა
** ვიზიტორებისა და პარტნიორების შეხვედრების ორგანიზება
** გასვლითი ღონისძიებებისა და თანამშრომელთა მივლინებების დაგეგმვა და კოორდინირება
** საოფისე ინვენტარის აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და შესყიდვის უზრუნველყოფა
** არასამეწარმეო შესყიდვების დაგეგმვა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა
** საგარანტიო დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული ასახვა
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Word, Excel, Outlook)
** SAP ან სხვა ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება და მაღალი ორგანიზებულობა
** ქართული ენაზე გამართულად წერა/კითხვა/საუბარი; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - სასურველია
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1785
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|