Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ხელფასი: 2000-2500₾ კვალიფიკაციის მიხედვით (ჩატარადება გასაუბრება და გამოცდა)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
მისამართი: თბილისი, შუშის ქუჩა 38 (ავჭალა).

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა, ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ტრანზიტების გასწორება;
** საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
** სალაროსა და რეალიზაციების შედარება ყოველდღიურად
** გაყიდული საქონლის და თანხების შედარება პროგრამასა და RS.GE-ზე
** ვადაგადაცილებული დავალიანების კონტროლი და რეპორტინგი
** საგადასახადო კანონმდებლობაში სიახლეების შესახებ შეტყობინება, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** თურქული და ქართული ენების ცოდნა (სასურველია)
** Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე