Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
გრაფიკი: 12 საათი, 09:00-21:00 ან 21:00-09:00

ფუნქცია მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვით შეხვდეს და მიესალმოს სტუმრებს;
** მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე;
** სტუმრებს გაუწიოს დახმარება მიმართულებებთან და ავტომობილის პარკირებასთან დაკავშირებით;
** უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/დაბინავება;
** სტუმრების ტრანსპორტირების საკითხს გაუწიოს ორგანიზება;
** თავაზიანად უპასუხოს სტუმრის ყველა მიმართვას და გაუწიოს მათ სხვა რელევანტური ტიპის დახმარება;
** იზრუნოს საზოგადო ადგილების და იქ განთავსებული ინვენტარის სისუფთავესა და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე