Робота для біженців з України
ბრენდ-ამბასადორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ-ამბასადორი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ქვეყნის ლიდერი კომპანია "MAX Comfort"-ი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გათბობა - გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების ფართო ასორტიმენტს.

კომპანია "MAX Comfort"-ი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-ამბასადორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის წარდგენა და მისი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება, მისი საჭიროებების და მოთხოვნების სწორად გაგება;
** პროდუქციის სადემონსტრაციო სტენდის მოწყობა, მარაგების შევსება, მის სისუფთავესა და მიმზიდველ იმიჯზე ზრუნვა კომპანიის სტანდარტების დაცვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი, მათი გაყიდვების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის გაზრდა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე, გათბობა-გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირებისა და პროდუქციის შეთავაზების უნარი;
** კარგად განვითარებული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას;
** ტრენინგებს, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად (სერვის +);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ასევე, ყოველი წლის ბოლოს ე.წ მე-13 ხელფასს.

შერჩევის ეტაპები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** პირისპირ გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@maxcomfort.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maxcomfort.ge

გისურვებთ წარმატებას!.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე