Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ქვეყნის ლიდერი კომპანია "MAX Comfort"-ი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გათბობა - გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების ფართო ასორტიმენტს.

კომპანია "MAX Comfort"-ი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შიდა სივრცის მოწყობა, პროდუქციის განლაგება და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ფინანსური რეპორტების წარმოება დადგენილი პერიოდულობით;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება;
** გაყიდვების პროცესების კოორდინაცია და მიზნებზე ორიენტირებული მუშაობა;
** გუნდის მართვა, თანამშრომლების მოტივაციის და მათი ჩართულობის გაძლიერება;
** კლიენტების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და უკუკავშირის მართვა;
** მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა და ინვენტარიზაციის პროცესების ზედამხედველობა;
** სისტემური რეპორტინგი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომისტის ან/და მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვების და მაღაზიის მართვის სფეროში;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლების განვითარების უნარი;
** საოფისე და სამაღაზიო პროგრამის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას;
** ტრენინგებს, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად (სერვის +);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ასევე, ყოველი წლის ბოლოს ე.წ მე-13 ხელფასს.

შერჩევის ეტაპები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** პირისპირ გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@maxcomfort.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maxcomfort.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე